მიხაელ ზიბერტი - ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში „ტვიტერის“ გვერდის მეშვეობით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას ეხმაურება.
„გუშინდელ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა. ასევე, მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ახალი ნაბიჯებისგან“, – განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.