მიხაელ როთი - ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის, მადლობა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში მიმდინარე მარშთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც მიხაელ როთი წერს, ქართველები ისევ ისტორიას წერენ.
„დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. მადლობა!“ – წერს მიხაელ როთი.
თბილისში იმართება მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით თავისუფლების მოედისკენ მიემართებიან, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.