მიხაელ გალერი - ევროკავშირის კარი ღია რჩება, ვაცნობიერებთ ხალხის სურვილს, მთავრობამ უნდა იმუშაოს ამ სურვილების განსახორციელებლად
მიხაელ გალერი - ევროკავშირის კარი ღია რჩება, ვაცნობიერებთ ხალხის სურვილს, მთავრობამ უნდა იმუშაოს ამ სურვილების განსახორციელებლად

ევროკავშირის კარი ღია რჩება იმის გათვალისწინებით, რომ ვაცნობიერებთ ხალხის სურვილს, მთავრობამ უნდა იმუშაოს ამ სურვილების განსახორციელებლად დღის წესრიგის მიხედვით, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მოხარული არ ვარ იმით, როგორ მიდის ქვეყანაში საქმეები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.

გერმანელი დეპუტატის თქმით, საქართველოს ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, ყველამ ერთობლივად უნდა იმუშაოს.

„ძალიან ძლიერი მისწრაფება იყო გამოხატული ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაში უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართ, იყო მსუბუქი ხსენება ქართველი ხალხის. ვფიქრობ, რომ ის მართალი იყო ქართველი ხალხის მისწრაფების აღწერაში, რომელთაც სურთ, რომ ეკუთვნოდნენ ჩვენს ერთობას. ეს ხსენება ასევე ფაქტებიდან გამომდინარებს იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას შესასრულებელი აქვს დავალებები, თუ სწორად მახსოვს, 12-იდან მხოლოდ სამია შესრულებული, სამუშაო დარჩენილია. ვითხოვთ პატიოსან მიდგომას და გვსურს, ვიხილოთ არამხოლოდ განცხადებები. ევროკავშირის კარი ღია რჩება იმის გათვალისწინებით, რომ ვაცნობიერებთ ხალხის სურვილს, მთავრობამ უნდა იმუშაოს ამ სურვილების განსახორციელებლად დღის წესრიგის მიხედვით.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველოც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მოხარული არ ვარ იმით, როგორ მიდის ქვეყანაში საქმეები. ჩემი კრიტიკა არასდროს ეხებოდა მხოლოდ მმართველ პარტიას, კრიტიკის ობიექტები სხვებიც არიან, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მთავრობაა პასუხისმგებელი. ამიტომ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური კულტურა და ის, როგორი მიდგომაა ხალხის სურვილის მიმართ, დაემსგავსოს ევროპულს და არა არ ძველებური მეთოდები პოლიტიკის კეთების. ცხადია, რომ მთავრობა არის ხელმძღვანელი და ამიტომაც, პირველებს სწორედ მათ მივმართავთ. მე ასევე ვსაუბრობ სხვადასხვა ოპოზიციონერზე, რომელმაც უნდა სცადოს, რომ ევროპულად, ერთობლივი ძალისხმევით იმუშაოს. ამას მოითხოვს ეროვნული დიალოგის პროცესი. შეუძლებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვან გზაზე პარტიზანული გზით იმოქმედო, ეს ერთიანი ძალისხმევა უნდა იყოს. მათ, ვინც ახლა პასუხისმგებლები არიან, ეს უნდა დაინახონ და იმედი არ უნდა გაუცრუონ ხალხს. საბოლოო ჯამში საზოგადოება ხელისუფლებას უყურებს, რა არის შედეგი და თუ ეს შედეგი ევროპასთან მიმართებაში არ არის ან მცირეა, ეს მიზანს არ ემსახურება“, – განაცხადა გალერმა.