მიგრაციის აღკვეთის მიზნით, სერბეთის პოლიციამ უნგრეთთან საზღვარზე პატრულირება გააძლიერა
მიგრაციის აღკვეთის მიზნით, სერბეთის პოლიციამ უნგრეთთან საზღვარზე პატრულირება გააძლიერა

სერბეთის პოლიციამ, მიგრაციის აღკვეთის მიზნით, უნგრეთთან საზღვარზე პატრულირება გააძლიერა, – ამის შესახებ სერბეთის პოლიციის დირექტორის მოადგილე დრაგან ვასილიევიჩმა „როიტერს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურად, ასობით მიგრანტი ცდილობს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას, რის გამოც სერბეთმა უნგრეთთან საზღვარზე სპეციალური ძალები გაგზავნა.

დრაგან ვასილიევიჩის თქმით, პოლიციამ საზღვარზე დღეს 371 მიგრანტი დააკავა.

„ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იპოვეს ხეებზე. სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი იყვნენ მზვერავები, რომლებიც აკვირდებოდნენ სხვა მიგრანტებს“, – განუცხადა სერბეთის პოლიციის დირექტორის მოადგილემ „როიტერს“.

ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, სერბული არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრის მონაცემებით, დაახლოებით 1 500 მიგრანტი ყოველდღიურად ცდილობს უნგრეთში გადასვლას, ბევრი გადასცემს ფულს კონტრაბანდისტებს.

„ჩვენ ვნახეთ შეიარაღებული ინციდენტების მზარდი რაოდენობა მიგრანტებთან დაკავშირებით. ინციდენტებში მონაწილეობს სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფება“, – განაცხადა სერბული არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფართა ცენტრის წარმომადგენელმა, რადოს ჯუროვიჩმა.