მიჩიგანის შტატში, ფესტივალზე სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 15 ადამიანი
აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ საგინაუში, ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 15 ადამიანი.
როგორც „სიენენი“ წერს, დაღუპულია 19 წლის მამაკაცი და 51 წლის ქალი.
პოლიციის ინფორმაციით, ამოღებული მასრებიდან ირკვევა, რომ სროლა, სულ მცირე, ხუთი სხვადასხვა ტიპის იარაღიდან განხორციელდა.