მიანმარში წყალდიდობისას კაშხლის სიახლოვეს მდებარე ქალაქები დაიტბორა
მიანმარში კაშხალზე წყალდიდობის შედეგად ახლომდებარე ქალაქები და ორი სოფელი დაიტბორა. Reuters-ის ინფორმაციით, მიანმარის სამი ყველაზე მნიშვენლოვანი ქალაქის – დედაქალაქ ნაიფიიდოს, იანგონისა და მანდალაის დამაკავშირებელი გზები დაიტბორა, რის გამოც, ქვეყანაში საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.
ქვეყნის სახანძრო და სამაშველო სამსახურმა სტიქიის ზონაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები დაიწყო. დაშავებულებსა და მსხვერპლზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. რამდენიმე სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა კაშხალთანაც. სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს ოპერაციაში დახმარებას უწევენ სამხედრო მოსამსახურეები.