მიანმარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სამხედროებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დანიშნეს
მიანმარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სამხედროებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დანიშნეს

მიანმარში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სამხედროებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დანიშნეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დაკავებულია სახელმწიფო მრჩეველი აუნ სან სი სიჩი, ასევე ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი.

სამხედროები ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. მიანმარში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 8 ნოემბერს გაიმართა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, არჩევნებში პარტიამ „ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის“ გაიმარჯვა.