„მგზავრები“ - სამწუხაროა, რომ სიმღერას პარკის გახსნაზე, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ღონისძიებაში მონაწილეობაზე
სამწუხაროა, რომ სიმღერას პარკის გახსნაზე, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ღონისძიებაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ „მგზავრები“ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯგუფი „მგზავრები“ წერს, „მგზავრები“ ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში.
„„მგზავრები“ ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში და მართავდა კონცერტებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. რა თქმა უნდა, პარკის გახსნა პარტიული ღონისძიება არ არის, თუმცა გახსნის თარიღი დაემთხვა 20 ოქტომბრის ღონისძიებას, ამიტომ კონცერტმა მიიღო პოლიტიკური ელფერი. სამწუხაროა, რომ პარკის გახსნაზე სიმღერას, რომელიც აპოლიტიკური ღონისძიებაა, ასეთი ბულინგი მოჰყვა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ ჩვენი უარი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე“, – წერს „მგზავრები“ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. „სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.