იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებზე წყლის მიწოდება ხვალ, 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება
იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებზე წყლის მიწოდება ხვალ, 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება

მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო, წყალმომარაგება ოთხ ივნისს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მგალობლიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებას შეეხება.

განცხადების თანახმად ამ ეტაპზე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს.

„დღეს, 3 ივნისს, გამთენიისას საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. Gwp აღნიშნულ ქუჩაზე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მგალობლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ტექნიკური სამუშაობის პარალელურად, კომპანია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს ადგენს. კომპანია თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს.

მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება ოთხ ივნისს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. ამ მომენტში, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, საბურთალოს რაიონში: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს“, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

თბილისში, ჟვანიას მოედანზე ცენტრალური მილი გასკდა, დაიტბორა სარდაფები, დაზიანდა ავტომანქანები.