მფრინავთა გაფიცვის გამო, სკანდინავიურმა ავიაკომპანია „სას“-მა 1 200 ავიარეისი გააუქმა
სკანდინავიურმა ავიაკომპანია „სას“-მა 1 200 ავიარეისი გააუქმა. მიზეზი მფრინავების გაფიცვა გახდა, რომელიც ხვალაც გაგრძელდება.
საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა, გრძელდება.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პარასკევს დაწყებული გაფიცვა უკვე შეეხო 280 000 მგზავრს. პილოტები ხელფასების გაზრდასთან ერთად, სამუშაო გრაფიკის გადახედვასაც ითხოვენ.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მფრინავების გაფიცვა კომპანია „სას“-ს დღეში 60-80 მილიონი შვედური კრონა უჯდება.