მეზობლები ვარაუდობენ, რომ ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ოჯახის წევრმა მიაყენა
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც პირველ არხს მეზობლებმა განუცხადეს, 22 წლის გოგონას ახალგაზრდა მამაკაცმა ყელი გამოჭრა, შემდეგ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადახტა და გაქცევა მოახერხა.
„თავიდან მეზობლებს ხმაური შემოგვესმა. 22 წლის გოგონაა გარდაცვლილი, ორი შვილის თანდასწრებით გამოჭრეს ყელი. გოგონა დასთან იყო სტუმრად და აქ მოხდა ეს ფაქტი“, – განუცხადა პირველ არხს მეზობელმა.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ოჯახის წევრმა მიაყენა.
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დაახლოებით 18:30 საათზე იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.