29 მეწარმე დევნილსა და ეკომიგრანტს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
„დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ და მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულება აიღეს. გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამა სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის – „მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)“ ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება“,- აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.
საგრანტო პროგრამის გამარჯვებულთა სია იხილეთ ბმულზე.