მევლუთ ჩავუშოღლუ - ანკარა ელოდება უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო ნათელ სურათს ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას 2023 წლის გაზაფხულამდე
ანკარა ელოდება უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო ნათელ სურათს ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას 2023 წლის გაზაფხულამდე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინის ომში „უფრო რთული ახალი რეალობა“ გამოჩნდა.
„ვფიქრობ, ჩვენ ასევე უნდა დავარწმუნოთ ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე, რომ ახლავე დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. უკრაინა მიიწევს წინ, იბრუნებს ზოგიერთ ტერიტორიას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ რუსეთი, სანაცვლოდ, მიზანმიმართულად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, ცხოვრება რთულდება, განსაკუთრებით, უკრაინელებისა და ჩვენთვის, ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ რომში, ხმელთაშუა ზღვის დიალოგების კონფერენციაზე.