მეუღლე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და არ მინდა, ახლა ვისაუბრო - ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გააკეთა [ვიდეო]

მეუღლე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და არ მინდა ახლა ვისუბრო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ზაზა სარალიძეს ილია მეორესთან შეხვედრის შინაარსზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მეუღლესთან და შვილთან ერთად შეხვდა.

ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა, რაზეც ილია მეორემ თანხმობა განაცხადა.