მეუფე შიო - აზარტული თამაშების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემაა
მეუფე შიო - აზარტული თამაშების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემაა

აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აზარტული თამაშები, სულიერი თვალსაზრისით, არის აბსოლუტური ბოროტება.

„ეს ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ოჯახებს, ახდენს დეგრადირებას, ადამიანი ემონება ცოდვას, არის ცოდვის ტყვეობაში. უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა პროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს ითვალისწინებს“,- აღნიშნა პატრიარქის თანამოსაყდრემ.

საპატრიარქოში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ინიციატივით ტარდება, „იუნისეფის“ წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრის მონაწილეები საქართველოში აზარტული თამაშების ნეგატიურ გავლენაზე მსჯელობენ.