მეუფე მელქისედეკი - თუ წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მხარს დავუჭერ ავტოკეფალიის აღიარებას
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკისთვის უცნობია, რა საკითხების განხილვა მოხდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე.
„წინასწარ, სამწუხაროდ, არ ვიცით, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე. თუ განიხილება უკრაინის ეკლესიის საკითხი, მე მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რადგან ეს არის ფაქტი. მსოფლიო საპატრიარქომ, რომელსაც აქვს უფლება, მიანიჭოს, მან მიანიჭა. ელადის ეკლესიამ აღიარა. ჩვენ ამის გადახედვის უფლება არ გვაქვს. ფაქტია, რომ ის უკვე არის დამოუკიდებელი ეკლესია. არც ის ვიცი, მოხდება თუ არა მამა გიორგი მამალაძის საკითხის განხილვა“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხვალ, 31 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.