მეუფე იაკობი - სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც მონაზონს, გულში მქონდა, ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი, რომ ვთქვი
სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა, ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი, ვთქვი, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფე იაკობმა მისი ლექსიკის გამო შენდობა ითხოვა.
„ძალიან ბევრი დაბრკოლდა ჩემი საუბრისა და ლექსიკის გამო. ყველას შენდობას ვთხოვ, ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჩემი მდგომარეობა. სამი წელი ისეთი რამეები ვიცოდი, როგორც ეპისკოპოსმა, რაღაც პოლიტიკოსებისგან ჩარევა, როგორც მონაზონს, გულში ისე მქონდა. ახლა ვარ თავისუფალი ადამიანი, ის რომ ვთქვი, რაც ვთქვი. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს, იმაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბოდიშს მოვიხდი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, რომ პატრიარქთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შეხვედრა გაიმართა.
„სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია, ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ბატონი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი, ბატონი გახარია. მინდა ვთქვა, რომ უხერხულობას გრძნობდნენ, რა თემაზეც საუბრობდნენ. გიორგისაც შევამჩნიე და ბატონ ვახტანგსაც. რაღაც მკითხეს, 10 დღე არ ვუთხარი უწმინდესს ის რაღაც და მერე მაინც ვუთხარი და პასუხიც შევუთვალეთ ღირსეული. ლიკვიდაციაზე არ იყო, პრემიერთან იყო საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნებოდა პატრიარქის შემცვლელი. თავისთავად, შიოს კანდიდატურა იქნებოდა, რადგან იყო თანამოსაყდრე, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მთავრობის კაცია ან რაიმე ასეთი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.
ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.