მეუფე იაკობი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვებით
მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თავად საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი ეშინია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვით. რომელი თეოლოგები ამბობენ, რომ მე უნდა გადამიყვანონ პასიურ მდგომარეობაში? ვინ უნდა გადამიყვანოს? ზღაპრებს ნუ მიყვებით. ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა, კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები. ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ“, – განცხადა ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.
ამასთან, მეუფემ მის მიმართ გაღიზიანება, იმ მუქარას დაუკავშირა, სადაც ის გარკვეულ პირებს ფაქტებით საჯარო მხილებას დაჰპირდა.
„შიშები აქვთ სხვა რამის გამო, რადგან ასე თუ გააგრძელეს, მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ისე კი არა, პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.