მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით, გუშინ მან თავის თავს საბოლოოდ განაჩენი გამოუტანა, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, მეუფე პეტრე იქნება განკვეთილი და ცილისწამებაზე პასუხისგება მოუწევს.
„მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით, გუშინ მან თავის თავს საბოლოოდ განაჩენი გამოუტანა. იქნება განკვეთილი და მერე უკვე მღვდელმთავრის ხარისხი რომ აღარ ექნება, დანარჩენზე როგორც პასუხს აგებენ ხოლმე, ცილისწამებებზე, პირადად მე ვერსად ვერ დამემალება. ვერ დაიცავს ვერავინ, ვერც უცხოეთი, ვერც აქ მთავრობიდან და ვერც ოპოზიციიდან. ეჭვი მიჩნდება, ადამიანი სხვებზე რომ ლაპარაკობს მაგ საქმეზე შეიძლება ჩაეძიოთ და რაღაცები გაიგოთ მაგაზეც. გამყიდველი კაცია, პირდაპირ გეტყვით. სინდისი გაყიდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.