მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი” მგზავრებს დროებით არ ემსახურება
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” მგზავრებს დროებით არ მოემსახურება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციების გამო, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.
ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის მატარებლები აღნიშნულ სადგურზე არ ჩერდებიან.
მეტროპოლიტენის სხვა სადგურები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან.
ამ დროისთვის უცნობია, როდის განაახლებს მუშაობას სადგური “თავისუფლების მოედანი”.