მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი” მგზავრებს დროებით არ ემსახურება

18:33, 17.05.2018

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” მგზავრებს დროებით არ მოემსახურება.  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციების გამო, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის მატარებლები აღნიშნულ სადგურზე არ ჩერდებიან.

მეტროპოლიტენის სხვა სადგურები მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან.
ამ დროისთვის უცნობია, როდის განაახლებს მუშაობას სადგური “თავისუფლების მოედანი”.

მსგავსი