მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მგზავრთა მომსახურება განაახლა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეფერხება გამოიწვია ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებამ, რის გამოც სადგური დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.
„ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისმა ტექნიკურმა სამსახურმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.