მეტროსადგურ „ისანში“ მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა, რის გამოც მეტროს მუშაობა შეფერხდა
მეტროსადგურ „ისანში“ მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. როგორც პირველ არხს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის გამო ძაბვა გათიშეს. შედეგად, მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხდა.
მეტროს პრესსამსახურის ცნობით, მგზავრი უვნებლად ამოიყვანეს. გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მგზავრს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა. ამჟამად მას მეტროს პოლიციაში გამოკითხვა უტარდება.
თბილისის მეტროპოლიტენი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.