ოკლენდში რკინიგზის სადგურის თანამშრომელმა ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი გადაარჩინა [ვიდეო]

კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში რკინიგზის სადგურის თანამშრომელმა ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი მოახლოებული მატარებლისგან გადაარჩინა.

ინციდენტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. შემთხვევა ბარტის სადგურზე მოხდა, რომელიც ფეხბურთის მატჩის გამო ხალხმრავალი იყო.

კადრებში ჩანს, როგორ ჩავარდა ბაქნიდან მამაკაცი მაშინ, როდესაც მატარებელი სადგურს უახლოვდებოდა.