მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე დაზიანებულ ელექტროსადენებზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისის მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე დაზიანებულ ელექტროსადენებზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
„მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ დაიწვა ელექტროძაბვის ხაზები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია“, – განაცხადეს უწყებაში.
მათი ინფორმაციით, ხანძარი სადგურის მოედანზე, პირველი ხაზის მხარეს გაჩნდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, სადგურებიდან მგზავრები გაიყვანეს და სადენის შესაკეთებლად გასულია ტექნიკური ჯგუფი. მათი ინფორმაციით, 10-15 წუთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება, კერძოდ, სადგურის მოედანი-ვარკეთილისა და ვარკეთილი-სადგურის მოედნის მიმართულებით.
თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოძრაობა.