მეტროსადგურ „გოცირიძესა„ და „დიდუბის“ ღია სადგურში, ე.წ. გადასარბენი მონაკვეთზე უბედური შემთხვევა მოხდა. ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა.
თბილისის სატრანსპორტო სამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ ინციდენტის გამო, მეტროსადგურის მოძრაობა შეჩერებულია და განცხადება ვითარების გარკვევის შემდეგ გავრცელდება.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.