გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთობა 2013“-ის წევრები აქციას მართავენ. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ხვალიდან მეტროს მემანქანეები პროტესტის ნიშნად არ იმუშავებენ.
აქციაზე განაცხადეს, რომ გაფიცვა დილის ექვსი საათიდან დაიწყება. ისინი შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ.
მეტროს მემანქანეები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.