მეტროს მემანქანეები ხვალ დილიდან გაფიცვას გეგმავენ

15:46, 03.06.2018

გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთობა 2013“-ის წევრები აქციას მართავენ. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ხვალიდან მეტროს მემანქანეები პროტესტის ნიშნად არ იმუშავებენ.

აქციაზე განაცხადეს, რომ გაფიცვა დილის ექვსი საათიდან დაიწყება. ისინი შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ.

მეტროს მემანქანეები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

მსგავსი