მეტოქე | თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ამხანაგურ მატჩში სომხეთს დაუზავდა #1TVSPORT
თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.
კვიპროსელები ევრო 2024-ის შესარჩევში ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდნენ. მეორე ტურში კუნძულელები ისვენებდნენ და ქეცბაიამ სომხეთის ნაკრებთან ამხანაგური თამაში გადაწყვიტა.
კვიპროსის ნაკრები 43-ე წუთზე კაროს გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ტაიმში სომხებმა წონასწორობა აღადგინეს და მალე დაწინაურდნენ – დუბლი რანოსმა (50, 59) შეასრულა.
ქეცბაიას გუნდმა 83-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინა – გოლი კრისტოფმა გაიტანა. 89-ე წუთზე სტუმრები ათი ფეხბურთელით დარჩნენ, მაგრამ ამან თამაშის შედეგზე გავლენა ვეღარ მოახდინა.
კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს ევრო 2024-ის შესარჩევში 17 ივნისს ლარნაკაში შეხვდებიან.