მეტოქე | თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ამხანაგურ მატჩში სომხეთს დაუზავდა #1TVSPORT
მეტოქე | თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ამხანაგურ მატჩში სომხეთს დაუზავდა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრებს ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა.

კვიპროსელები ევრო 2024-ის შესარჩევში ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდნენ. მეორე ტურში კუნძულელები ისვენებდნენ და ქეცბაიამ სომხეთის ნაკრებთან ამხანაგური თამაში გადაწყვიტა.

კვიპროსის ნაკრები 43-ე წუთზე კაროს გოლით დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ტაიმში სომხებმა წონასწორობა აღადგინეს და მალე დაწინაურდნენ – დუბლი რანოსმა (50, 59) შეასრულა.

ქეცბაიას გუნდმა 83-ე წუთზე წონასწორობა მაინც აღადგინა – გოლი კრისტოფმა გაიტანა. 89-ე წუთზე სტუმრები ათი ფეხბურთელით დარჩნენ, მაგრამ ამან თამაშის შედეგზე გავლენა ვეღარ მოახდინა.

კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს ევრო 2024-ის შესარჩევში 17 ივნისს ლარნაკაში შეხვდებიან.