მეთიუ მილერი - მკაფიოდ ვუთხარით ისრაელის მთავრობას, რომ მათ აქვთ ვალდებულება, დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება ღაზის ყველა ნაწილში, ველოდებით ამ ვალდებულების შესრულებას
აშშ-ის მთავრობას დისკუსია ჰქონდა ისრაელთან ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ვართ შეშფოთებული ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ღაზაში და შემიძლია, გითხრათ, რომ ეს იყო ორ მთავრობას შორის გადაუდებული დისკუსიის საკითხი. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ისრაელის მთავრობას, რომ მათ აქვთ ვალდებულება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, რომ დაუშვან საკვები, წყალი და სხვა საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ღაზის ყველა ნაწილში და ჩვენ სრულად ველით, რომ ისინი შეასრულებენ ამ ვალდებულებებს”, – განაცხადა მილერმა.