მეთიუ მაკკონაჰიმ საკუთარი კოლეჯის გუნდს სამოტივაციო ვიდეოთი მიმართა
როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი, საკუთარ უნივერსიტეტში („ალმა მატერი“, ტეხასი) სპორტის ყველა სახეობის გუნდის დიდი ქომაგია. ოსკაროსანმა მსახიობმა რამდენიმე დღის წინ ლონდონის ქუჩებში საკუთარი მობილურით ვიდეო ჩაწერა, სადაც ის კოლეჯის ამერიკული ფეხბურთის გუნდს ფინალური მატჩის წინ, სამოტივაციო სიტყვებით მიმართავს.
„ამ შაბათკვირას შტატის ჩემპიონატის ფინალი უნდა ითამაშოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება. მოედანზე სწორი განწყობით გადით, თქვენს ოჯახებზე იფიქრეთ, იმაზე თუ როგორ გიყვართ ფეხბურთი და რამდენი იშრომეთ გამარჯვებისთვის. დამიჯერეთ, მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი საკმარისია გამარჯვებისთვის. თქვენით ყველა ამაყობს, იცოდეთ ეს,“ – ამბობს მაკკკონაჰი ვიდეოში.
როგორც შემდგომ გაირკვა, ვიდეომ გუნდზე უაღრესად დადებითად იმოქმედა. „ლონგვიუმ“ 81 წლის მანძილზე, ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.