მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა [ფოტო]
17:21, 13.11.2020
ჯალალედინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მცირე პარაკლისი ჩატარდა. ადგილზე მისულმა მორწმუნეებმა მტკვარში ჩაასვენეს ყვავილების გვირგვინები ანთებული სანთლებით.
ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართა.