მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის თაღის რეაბილიტაცია იწყება.
მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 ივნისს 00:00-დან 06:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის ქვედა მხარეს, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეზღუდვები პერიოდულად იმოქმედებს.