მეტეხის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
მეტეხის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება, 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება“, – აცხადებენ მერიაში.