მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო
მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მეტეხის გვირაბში მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა, გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეცვალეს. გვირაბში მოეწყო ელექტროენერგიის ქსელი და დამონტაჟდა 350 ერთეული LED სანათი. ასევე, 810 კვ.მ ფართობზე დაიხაზა გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები.

სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნენ.

ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული.