მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტეხის გვირაბებში ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში.

30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, 23:00-დან 07:00 საათამდე, გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

2 და 3 დეკემბერს, 23:00-დან 07:00 საათამდე, გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.