მეტეხის გვირაბში შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა.
თბილისის მერიის ცნობით, დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა.
„თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდა და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.