მესტიის სოფელ მულახში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია იმართება
მესტიის სოფელ მულახში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია იმართება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა ​მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. ისინი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

მათი თქმით, არ არსებობს საავტომობილო გზა, არ არის კარგად გამართული ელექტროგადამცემი ხაზები და არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა.

როგორც საქართველოს პირველ არხს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, გზის გახსნას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.

აქციის მონაწილეებს რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ. ამასთან, გუბერნატორი აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად მულახის თემში გაემგზავრა.