მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მესტიის საავადმყოფოს ქირურგმა, ავთანდილ გვალიამ განაცხადა, ერთ-ერთს ტერფის ძვალი აქვს მოტეხილი, მამაკაცს კი რამდენიმე ნეკნი და მათ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარგად არიან. ახლაც კლინიკაში იმყოფებიან. ქალბატონს ტერფი ჰქონდა მოტეხილი და თაბაშირის ნახვევი დავადეთ, ნორმალურად არის, რენტგენი გადავუღეთ, გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს. რაც შეეხება მამაკაცს, რამდენიმე ნეკნი აქვს მოტეხილი, თუმცა ორივე სტაბილურად არის, ოპერაციას, სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებენ“, – განაცხადა ავთანდილ გვალიამ.
მწვერვალ თეთნულდთან სამაშველო ოპერაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ჩაატარეს. ორი დაშავებული ტურისტი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი გარდაცვლილი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარების მესტიაში გადაასვენეს. სამი ტურისტი დამოუკიდებლად გადაადგილდება და დაშავებულები არ არიან.