მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. სიტყვიერი კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ქალის მეუღლე დააკავა.