მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10:53, 30.07.2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. სიტყვიერი კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ ქალის მეუღლე დააკავა.

მსგავსი