მესტიაში უკრაინის მოქალაქეს ეძებენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთნულდზე ზვავში ტურისტები მოყვნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ჩეხი ტურისტი უვნებლად ამოიყვანეს, შემდეგ გააგრძელეს მეორე ტურისტის ძებნა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ტურისტებმა ზვავში მოყოლილ მეორე ტურისტზე ინფორმაცია უარყვეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩენილია მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, მათ შორის ჯიპიეს მოწყობილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნის. უკრაინელი ტურისტი ნომერში ამ დრომდე არ გამოჩენილა.
მისი ადგილსამყოფელი ჯერ უცნობია.