მესტიაში სტიქიის გამო წყალსადენი მილები დაზიანდა, მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება [ვიდეო-ფოტო]
„მესტიაჭალაჰესის 1“-ის ტერიტორიაზე, სტიქიის ზონაში გარემოს დაცვის სპეციალისტები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მობიზილებულები არიან ასევე მესტიის წყალმომარაგების სამსახურისა და შსს-ს მესტიის სამმართველოს თანამშროლები.
ჰიდროლოგების შეფასებით, ისინი ზუსტ დასკვნას ვერ დადებენ და რეკომენდაციას ვერ გასცემენ, სანამ მყინვარ ლეხზირს არ ნახავენ, რაც მათი თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია. ამასთან, გარემოს დაცვის სპეციალისტები სტიქიის განმეორებას გამორიცხავენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი მიგურიანის ინფორმაციით, უწყებაში გუშინ 17: 00 საათზე მიიღეს შეტყობინება სტიქიის შესახებ. მისივე თქმით, თითქმის შუაღამემდე მუშაობდნენ მაშველები და 100-მდე ადამიანი უვნებლად გადმოიყვანეს ადიდებული მდინარე მულხურადან. მიგურიანის ინფორმაციით, სტიქიის დროს არავინ არ დაშავებულა.
ადიდებულმა მდინარემ „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობის დატბორა და მისი მისი ინფრასტრუქტურა დააზიანა. წყალმა წაიღო რამდენიმე ავტომობილი.
ამასთან, სტიქიამ დააზიანა წყალსადენი მილები, რის გამოც დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარს წყალი არ მიეწოდება. სპეციალისტები დაზიანებების აღმოფხვრას ჯერ ვერ ახერხებენ.
როგორც ადგილობრივები საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, ასეთი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ.
უხვი ნალექის გამო მყინვარ ლეხზირთან მდინარე გუშინ დაგუბდა, რის შედეგადაც წყალი გადმოვიდა და „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა დატბორა. ასევე, წაღებულია ხიდი და კვების ობიექტი.
ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა სოფელ მულახში. ადიდებულმა მდინარე მულხურამ ხიდი წაიღო.