მესტიაში მოკლული ლ.ნ.-ის ცხედარი ოჯახთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო-სამედიციინო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება.
მესტიის საკრებულოს წევრი ლ.ნ. საკუთარ ეზოში გუშინ მოკლეს.
მას ავტომატური ცეცხლსასროლილი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
თვითმხილველთა თქმით, ლ.ნ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მ.ნ. შემთხვევიის ადგილიდან მიიმალა.
მის დასაკავებლად აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ჩხრეკა ჩატარდა ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში, თუმცა მკვლელობის იარაღი იქ არ აღმოჩნდა.
ჩხრეკის შედეგად სახლიდან ამოღებულია აკს-ის რამდენიმე მასრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი მიწის თაობაზე ურთიერთშელაპარაკება გახდა.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით.
საქმეს იძიებს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
ლ.ნ. მესტიის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. წლების განმავლობაში ის მესტიაში სხვადსხვა თანამდებობებზე მუშაობდა.