მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონი 17 დეკემბერს გაიხსნება
მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონი ოფიციალურად 17 დეკემბერს გაიხსნება.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს, 23 დეკემბერს გაიხსნება.
”ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია”, – აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.
მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია “დოპელმაიერი” ახორციელებს.
საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. სამაგირო 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.