მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება
მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება.

საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6-კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის Doppelmayr-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრია.

სამინისტროს ინფორმაციით, მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის ერთმანეთთან მთას და ცენტრს დააკავშირებს.