მესხიშვილის თეატრი სარაევოს საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლით „დუპლეტი“ წარდგა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი, სარაევოს საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლით „დუპლეტი“ წარდგა.
სპექტაკლი „დუპლეტი“ ორმოქმედებიანი დრამაა და ორი მწერლის – ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის პიესებს აერთიანებს. სპექტაკლი ადამიანის ღირებულებებზეა, როგორიცაა თავისუფლებისთვის ბრძოლა, ღირსების დაცვა და დემოკრატიის მონაპოვარის გაფრთხილება საკუთარი მსხვერპლშეწირვით.
სპექტაკლი 2012 წელს მესხიშვილის თეატრში დაიდგა. დამდგმელი რეჟისორია მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და ელზა სულაძე.
სარაევოს საერთაშორსო ფესტივალი Sarajevo Winter მსოფლიოს ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ტრადიციული შეხვედრის ადგილია. 29 წლიანი არსებობის მანძილზე, ის ქალაქის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 1298 საფესტივალო დღის განმავლობაში გაიმართა 3721-ზე მეტი გამოფენა და წარმოდგენა, რომელსაც 3 145 000 ვიზიტორი დაესწრო, მასში მონაწილეობა 33 830-მა მონაწილემ მიიღო.
ფესტივალს Sarajevo Winter მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო და ტარდება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის, იუნესკოს, ბოსნია და ჰეცოგოვინას ფედერაციის, პრეზიდიუმის, მინისტრთა საბჭოს, სარაევოს ოლქის, ქალაქ სარაევოსა და სტარი გრადის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.