„მესამე ძალის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სერგო ჩიხლაძე იქნება
პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც პარტიის ინფორმაციაში აღნიშნული, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ცეკვავა იქნება, ისანში – თეონა ჭალიძე, გლდანი – ნანა ტოხვაძე, დიდუბე – ოთარ ბაღათურია, სამგორი – ვახტანგ იაშვილი, მთაწმინდა – ირაკლი გოგუაძე, ვაკე – პაატა ჩიქოვანი, ჩუღურეთი – ავთანდილ ჩართოლანი, ნაძალადევი – ზაზა კორთხონჯია.