„მერსედესის“ პილოტს ლუის ჰემილტონს „ფერარი“ ჰყავს
„მერსედესის“ პილოტს ლუის ჰემილტონს „ფერარი“ ჰყავს

“მერსედესის” პილოტმა ლუის ჰემილტონმა 2017 წლის სეზონში “ფერარის” ლიდერთან სებასტიან ფეტელთან დაძაბულ ბრძოლაში კარიერაში მეოთხე ტიტული მოიპოვა.

როგორც აღმოჩნდა, ჰემილტონი თავადაა „ფერარის“ მარკის მოყვარული. მისმა კანადელმა მეგობარმა, მსახიობმა ენდრიუ ბაჩელორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჰემილტონის ავტომობილის ორი ფოტო – ეს არის LaFerrari-ის წითელი მოდელი, რომელზეც ლუის ჰემილტონის სახელია ამოტვიფრული.

მსოფლიოში ასეთი LaFerrari მხოლოდ 499 ეგზემპლარია და ბაზარზე თითოს ფასი მილიონ ევროს აჭარბებს.